воскресенье, 28 октября 2012 г.

.................

არ დამიტოვეთ მტკაველი მიწა,
წარმტაცეთ ბინა, სამოსელი, ძვირფასი ნივთი.
ცრემლის წვეთები
ჩემს თვალებში
ისევ გწყურით,
გაოცებული,
მადლობას გიხდით.
რაკი 
ამ წუთში
შემიცნია
თავისუფლება
და
სილამაზე
მოფარფატე,
მოწყენილ ფიქრის.

სიცარიელე

მიცვალებული სახლივით ვიდექ,
სადაც არც ერთი საგანი იდო
და
ყრანტალებდნენ ქარებიდან
თავის ქალები.

........................


არ დამიტოვეთ მტკაველი მიწა,
წარმტაცეთ ბინა, სამოსელი, ძვირფასი ნივთი.
ცრემლის წვეთები
ჩემს თვალებში
ისევ გწყურით,
გაოცებული,
მადლობას გიხდით.
რაკი
ამ წუთში
შემიცნია
თავისუფლება
და
სილამაზე
მოფარფატე,
მოწყენილ ფიქრის.

ისე მიყვარხარ....

ისე მიყვარხარ, მენატრები,
ოცნებავ ჩემო,
ვით მოხუცებულ
დაკარგული ბავშვობის წლები.
ისე ახლოს ხარ,
ერთ ნაბიჯზე
მესმის ფეხის ხმა.
მიწყივ გელტვი და
ვიცი, მაინც
ვერ შეგეხები

Emptiness

I was standing like a dead house
empty of every thing,
and skulls were cawing like ravens
from the winds.

...........................

რკინის, ქვის კაცებს
ვარსკვლავები წელამდე სწვდებათ,
ნაბიჯს ვერ სძრავენ
ჩემ სახლამდე
გაფითრებულნი
და
უღონოდ აფჩენენ ნიღბებს,
თავებს ძირს ხრიან.
ჩემს სახლში
მარტო
მდუმარენი ვით პროცესია
ფეხაკრეფით შემოდიან
ბიჭუნები
მოხუცებული;
და
ჩვენს დუმილში,
მიცვალებულ სიტყვების ბინდში
ირეკლება ოცნებები
დამსხვრეული საათებიდან.

......?......


შენი ჩურჩული
მესმის
როცა
შიშველი ქარი,
ეალერსება სავსე მთვარეს
უწყინარი ბავშვივით მძინარს
მდინარის ფსკერზე.
როცა
ფრთოსნები
ავსებენ სივრცეს,
ვიცი,
შენი ოცნებებია
მიუსაფარი
უთვისტომო
და
სევდიანი
საგანთა ხიმლში
რომ მიგატოვეს
ცივი და უტყვი
დედამიწის წინაშე, შენ,
შენ
უთვალავ თვალების მზირალს
არ ვიცი,
საით დაგემლო, სად ვპოვო ბინა,
მყუდრო
სადაც ამოვისუნთქებ,
შვებით
ვიცხოვრებ,
მაგრამ
შენ შუქს
ვერ ვემალები
ამ საწუთროში.
ამიტომაც
ისე ველტვი
გზას
შინისაკენ,
ლამის
ქროლვაში
დაიკარგოს სხეული ჩემი.
მინდა,
ზვინებს შევეფარო
აზიდულებს
წარმოსახულ ფიქრზე
მაღლა,
ანდა
ლექსის კარი შევაღო
და
სამყარო ზედ მივაგორო
უზარმაზარ, მძიმე ლოდივით...
მიჰქრის სიტყვები,
მიაქანებს უსასრულო სინათლის ჭავლი
და
რჩება განცდა
გულის ფეთქვაზე ახლობელი,
უკანასკნელ ვარსკვლავზე შორი,
მიუწვდომელი,
ხელუხლებელი
ვით დუმილში
ასვეტილი
ხე სიცოცხლისა
საიდანაც
გამოჰყურებ
კოსმიურ ბრიალს
და
ისტორია ამსოფლიური
მიჰქრისთვალის მოხუჭვაზე
უფრი მალიად...
ფლობის წყურვილი
ჩაძირულებს
იმონესბ სივრცე,
ბრჭყვიალა ნივთი,
რიტუალი
საკულტო სახლში,
იკარგება ჭეშმარიტება,
აღარ მოჩანს მარადი წყალი,
ყველა საგანს წარმავლობის აჩრდილი აზის.
მაშინ
რაღაა წარუვალი
სიყვარული?
თუ
„მოსე და აარონი“?
ან
დუმილში
დიად დუმილში?...
ამ კითხვებზე
გახელილი გრჩება თვალები,
სამუდამოდ
გაოცებული,
უსიტყვო
და ტკივილით სავსე
თითქოს
სადღაც შორეთიდან
გამოგისროლეს
წუთისოფლის
მოწყენილ და უდაბურ გზაზე.

ეს მე არა ვარ


მათ მიატოვეს სოფელი და კვდებოდა ღამე.
პროცესია მიდიოდა სასაფლაოზე. ყველა
თავის გვამს მიასვენებდა. იღიმებოდნენ
სატანურად მიმქრალ თვალებში. ასე
დუმილში აიარეს აპლიონზე* და ავიდნენ
სასაფლაოზე. გაიმზადეს სამარეები და ვერ
ამჩნევდნენ გაფითრებულ მიწას, ყვავილებს.
თავის ხელით გამზადებულ სამარეებში
ჩამარხეს თავი. დასაფლავებას ესწრებოდა
უცხო სოფლელი. შეამჩნიეს და მიესივნენ
გამალებულნი, შეუძახეს, სად არის გვამი?
რატომ არ მარხავ? გაუღიმა მათ
უცხოელმა სათნო ღიმილით და მოახსენა:
„ო, მომიტევეთ, ძვირფასებო, ეს მე არა ვარ.“

გზა...


ვიდრე ვარსკვლავი
ზღვაზე ნაპირზე მძინარე ხმიდან
თვალების ფშვნეტით გაიღვიძებს გაოცებული,
წვიმა ჩამომდის თავის ქალიდან,
ვით დანგრეული სახურავიდან
და
ნანგრევებზე მიტოვებულ მოხუცივით
ქვითინებს ქარი;
და
ატუზული მოიპარება
ცარიელ სივრცის წინაშე შიში,,
შეგეხება და ამაოა შემდეგ ვედრება,
თვალებს გაახელ დამსხვრეული მინების იქით,
ხელს გამოგიწვდის,
გაგიღიმებს არარაობა...
ზრიალებს თავი გაუსაპნავ ურმის ჭალივით
და იბზარება. გამოდის ტვინი, იხედება შორს სივრცეებში,
ასე იზრდება, სადამდისაც თვალი უწვდება,
მიაღწევს,
ისევ
ახალ–ახალ სივრცეებს ელტვის,
რაღაცას ეძებს....
ჩვენ ყველანი რაღაცას ვეძებთ,
თითქოს ვპოულობთ, ისე ვმალავთ, სხვამ ვეღარ ჰპოვოს,
მაგრამ როცა სიკვდილი მოდის,
ზუსტად მაშინ, როცა ქვეყნად არავინ ელის,
ფეხაკრეფით მოიპარება, არ გაგვაღვიძოს,
სიზმრიდან არ გამოგვაფხიზლოს
დედის საშოდან მძინარენი ახალ საშოში
და
კარზე ყრუდ დააკაკუნებს,
სიკვდილია, არავის სურს ცარიელ ხელით დაუხვდეს,
მაგრამ დამალულს ვეღარავინ პოულობს მაშინ....
დიდი ხანია დავკარგე მზერა,
ვით მოხუცმა ქალიშვილმა სურნელი მიწის,
რომ არ მეხილა ღამის მზეში
მარმარილოს სვეტის აჩრდილი
დაცემული ბავშვის ღიმილზე....
უცხო ნაპირზე სულ მარტო დავრჩი....
ჩემს წინაშეა გაქვავებული ზღვის ტალღები
ფოთლებით სავსე
და
წყლების მიღმა
ოცნებები ისეთი წმინდა,
რომ შერცხვათ ვინმეს მოეხილა ცოდვილ მიწაზე....
ვიარებოდი უსინათლო,
მარადიულ წყალს ვთხოულობდი,
არვინ მასმევდა,
ბებერი სახლის კედლებივით დამისკდა სახე.
და
როცა ღამე ყველას ეძინა,
ყველას შუქი ჩამქრალი იყო,
პირს ვაღებდი და ვარსკვლავების ციურ ნამს ვსვამდი.
მზის სხივს შიშით ვაკაკუნებდი
კარიდან კარზე,
არვინ მიღებდა
და
პასუხი იყო სიჩუმე....
ზრიალებს კეფა....
ვგრძნობ ცარიელ ჟესტს
მექანიკურ, დახშულ სივრცეში
და გაყინული მდინარის ღიმილს.
არვინ მიმიღო,
პაწია ქოხშიც არ შემიფარეს,
გამომაგდეს და დამიტოვეს მთელი სამყარო.
გამომეღვიძა....
გაჭრილ გუგებში უთვალავი მზე აელვარდა.
ზეცისხელა ვარსკვლავები ხელში მეჭირა
და
უცოდველი მზის ბავშვივით
თვალებიდან ფიფქებს ვისროდი.

შენ...


ჯერ ვარსკვლავები
მოიმცვრიე
სთველის მიწურულს.
მთა
შეარხიე
დათოვლილი,
შეიპყარ ქარი
აასაუბრე ლურჯი ქვები
ლიახვის პირას,
მერე
დამშეულ ქურანივით
ცა გამოჰხარი.
მიწყივ მეძიე,
იმ სოფელშიც
არ მიძევს ბინა,
მიჰქრი
და
სადღაც
იკარგება სივრცეში კვალი,
ვერ მიმაკვლიე
სამყაროს მიღმაც,
ყაყაჩოსავით
დახარე თავი. . .
ხელავედრილი
დასტოვე სატრფო,
შორს
დარჩა
მზერა
გზები მტვრიანი,
შენი ლამაზი მეგობარი
ცრემლებით
სავსე,
წლების სიმძიმით
დაზნექილი
ვერხვის შრიალი.
რაც უფრო შორს ხარ,
მშორდები,
ჩემო,
მით უფრო მეტად
მიახლოვდები.

''რაც უფრო შორს ხარ'...'


                                                                                                                       ჭეშმარიტებავ,მენანები,
                                                                                                                   ჩემზე ადრე რომ მიიცვალე.''
                                                                                                                                  პალამედი

მეგონა,
ცაზე წმინდა
იყავი,
შენი ხატება
ისე მხიბლავდა,
რა
გვიან
მივხვდი,
ჩემო ძვირფასო,
მე
შენში
სულ სხვა
ვინმე
მიყვარდა.
შენ
არ იცნობდი,
მე
არ ვიცნობდი,
ვინ იცის,
უცხოს
ერქვა
დიანა.
შენი ტალღები,
შენი სუნთქვა
არ
ცხრება
ჩემში,
ისევ ბობოქრობს,
შესაქმიდან
რაც
ახმიანდა.
მე
გეძიებდი
ვით
მაშვრალი
მთელ
სამყაროში,
მადლობას
ვუხდი
შენს ლოდინში
დღეებს
კრიალას.
თითქოს
იყავი,
არც
იყავი,
მიწაზე,
ცაში
ვერ გპოულობდი
და
გიხმობდი
უხმოდ,
ხმიანად.
ამ სიყვარულში
ჩემი
ოცნება
არბევდა სივრცეს,
სიკვდილის
გზა
გამოიარა.
შენ
ისე ახლო,
ისე ახლო
მომიახლოვდი,
არნახულ
ცეცხლში
გაეხვია
ქართლი
მთლიანად,
მაგრამ
გამშორდი,
გავიწყდება
ჩემო ძვირფასო,
სხეული კვდება
სამუდამოდ
სული
კი არა.
მე
უხილავად
ვიქნები
შენში,
როცა
მზე
ბოლო
სადგურს
მიატანს.
შენი
რჩეული
დარჩება გზაში,
მიწაზე
მოკვდავ ადამიანად.
შორეულ გზაზე
გაიფურჩქნა
აკაციები
და
დამიტოვე,
ის
რაც ბრწყინავდა
და
სიკვდილივით
იდუმალი,
მიუწდომელი
სულზე
მატყვია
მტკივნეული
მწველი იარა.
ჩემი
ხმა
კოსმოსს
აზანზარებს,
გიხმობ,
გეძახი,
ველი
სასწაულს,
სიყვარულის
წარღვნას,
ნიაღვარს.
შენს
მოლოდინში
გარინდულა
ყოველი წუთი,
არასოდეს
თქვა:
''სამუდამოდ დამაგვიანდა''
ნუთუ
დამტოვებ,
არასოდეს
დამიბრუნდები,
დაშრიტავ
ჩემში
ავარდნილ
ცეცხლს
ცამდე
ბრიალას,
მოხვალ
ვით
ციხის
საზარელი,
ბნელი
ჯალათი,
ჯერ
მე
ჩამიქრობ
მზეს თვალებში,
მერე
დიანას.
დ.ლ

შენი ძმა....


შენ გყავს
ერთი ძმა,
მაგრამ
როდის
დაიბადა
არავინ
უწყის,
ანდა
სად იშვა.
დედამიწა
ვერ იტევს სურვილს.
თითქოს
ანდობ
შენ საოცარ,
სანუკვარ ფიქრებს
სადღაც
მიუალ
მღვიმეებში
გამოკეტილებს,
თითქოს
იცნობ,
მაგრამ
ვერ იცნობ.
თითქოს
ყოველ გამვლელში
ხედავ,
მაგრამ
ვერ ხედავ.
ის
არის
ბავშვი,
მაგრამ
ბრძენი
და
არ ბერდება.
შენ გაბარბაცებს
ულმობელი
ზღვის ტალღები,
ფარული ვნება.
შენ
მოკვდავი
ხარ,
ის
კი
არ კვდება.
შენ
არ ჩერდები
და
მოძრაობ
საწუთროს რიტმზე.
ხან
დახტიხარ
და
ხან
ფრინავ
კალიასავით.
მას ეღიმება.
შენ
მოგზაურობ
ბევრ
სოფლებში
და
ქალაქებში,
ის
არ მოძრაობს,
მაგრამ
მაინც
ყველაფერს
ხედავს.
უცნაურია
არავინ ჩანს
სოფლის შარაზე
და
ყინულის
დასვრეტილი
კედლები
და
სახურავები
მარტო
დადიან.
გინდა,
ჩუმად მიხვიდე
და
გაესაუბრო,
მაგრამ
ჰაერში
ნერვიულად
ცახცახებს
ხელი
და
ეშვება
უნუგეშოდ
მოტეხელი
პალმის
რტოსავით.
ნურაფერს ითხოვ,
გავიწყდება,
ყველა
თავის ცხოვრებით
ცხოვრობს,
უფრო სწორედ,
მოგონილი
ცხოვრებით
და
რიტუალებით.
ზოგჯერ
თგალებზე
ხელს იფარებ
და
პურს
თხოულობ,
მაგრამ
გაყინულ
ქვებს
გიწყობენ
გამოწვდილ
ხელში
და
ეკლიან
მავთულებში
ისე
გამწყვდევენ,
როგორც
გარეულ,
მრისხანე
მხეცს
დიდ გალიაში,
გინდა,
ისე
იღრიალო,
ცისკიდურზე
გაფითრდეს
მთგარე.
გინდა,
იტირო
და
ტირილზე
გაისუსონ
სოფლის ჭადრები,
გაოცდეს
ცაზე
ღრუბელი
და
ოკეანის
დიდმა
ტალღებმა
იჩურჩულონ
შენი სიტყგები,
მაგრამ
არა,
გამშრალია
თვალებში ცრემლი
და
გერც
ერთი
სულიერი
ვერ გადმოსცემს
შენს
დიად
ტკივილს,
დაბადებულს
მითებზე
და
სიტყვებზე
ადრე
უხსოვარ
დროში.
გინდა
ვინმეს
შენი ფიქრი
გაუზიარო,
მაგრამ
პირი
ავსილია
ზღვის
ფერადი,
ნაზი
კენჭებით
და
შენი
სიტყვა
ვეღარ
წყდება
გამშრალ ბაგეებს,
იკარგება
უაზროდ
შენში.
რა უმწეო ხარ
უსასრულო კოსმოსის
წინ,
როცა
შენი
არავის ესმის,
ან
ვინ გაიგებს
ამ ხმაურში,
ამ საგიჟეთში,
თუ
რაზე წუხს
სიჩუმე შენი...

ბინდის
ქულებში
მზე
თვალს ხუჭავს
და
ძილს
აპირებს,
ეძახის
სხივებს,
თავის
შვილებს
როგორც
კრუხი
გაფანტულ
და
ლამაზ წიწილებს,
სერავს საწუთროს,
ბოლო
წერტილს
უახლოვდება.
მესმის
ფეხის ხმა.
მოდის
ჩემთან
უკაცრიელ
და
უდაბურ,
წითელ
კუნძულზე,
მოდის
ჩემთან
და
ფეხის ხმა
არხევს გვირილებს,
მოდის
ჩემთან,
მას
სიკვდილიც
ვერ
დაამარცხებს,
მოდის
ჩემთან,
მოდის
ჩემი ძმა.