воскресенье, 28 октября 2012 г.

შენი ძმა....


შენ გყავს
ერთი ძმა,
მაგრამ
როდის
დაიბადა
არავინ
უწყის,
ანდა
სად იშვა.
დედამიწა
ვერ იტევს სურვილს.
თითქოს
ანდობ
შენ საოცარ,
სანუკვარ ფიქრებს
სადღაც
მიუალ
მღვიმეებში
გამოკეტილებს,
თითქოს
იცნობ,
მაგრამ
ვერ იცნობ.
თითქოს
ყოველ გამვლელში
ხედავ,
მაგრამ
ვერ ხედავ.
ის
არის
ბავშვი,
მაგრამ
ბრძენი
და
არ ბერდება.
შენ გაბარბაცებს
ულმობელი
ზღვის ტალღები,
ფარული ვნება.
შენ
მოკვდავი
ხარ,
ის
კი
არ კვდება.
შენ
არ ჩერდები
და
მოძრაობ
საწუთროს რიტმზე.
ხან
დახტიხარ
და
ხან
ფრინავ
კალიასავით.
მას ეღიმება.
შენ
მოგზაურობ
ბევრ
სოფლებში
და
ქალაქებში,
ის
არ მოძრაობს,
მაგრამ
მაინც
ყველაფერს
ხედავს.
უცნაურია
არავინ ჩანს
სოფლის შარაზე
და
ყინულის
დასვრეტილი
კედლები
და
სახურავები
მარტო
დადიან.
გინდა,
ჩუმად მიხვიდე
და
გაესაუბრო,
მაგრამ
ჰაერში
ნერვიულად
ცახცახებს
ხელი
და
ეშვება
უნუგეშოდ
მოტეხელი
პალმის
რტოსავით.
ნურაფერს ითხოვ,
გავიწყდება,
ყველა
თავის ცხოვრებით
ცხოვრობს,
უფრო სწორედ,
მოგონილი
ცხოვრებით
და
რიტუალებით.
ზოგჯერ
თგალებზე
ხელს იფარებ
და
პურს
თხოულობ,
მაგრამ
გაყინულ
ქვებს
გიწყობენ
გამოწვდილ
ხელში
და
ეკლიან
მავთულებში
ისე
გამწყვდევენ,
როგორც
გარეულ,
მრისხანე
მხეცს
დიდ გალიაში,
გინდა,
ისე
იღრიალო,
ცისკიდურზე
გაფითრდეს
მთგარე.
გინდა,
იტირო
და
ტირილზე
გაისუსონ
სოფლის ჭადრები,
გაოცდეს
ცაზე
ღრუბელი
და
ოკეანის
დიდმა
ტალღებმა
იჩურჩულონ
შენი სიტყგები,
მაგრამ
არა,
გამშრალია
თვალებში ცრემლი
და
გერც
ერთი
სულიერი
ვერ გადმოსცემს
შენს
დიად
ტკივილს,
დაბადებულს
მითებზე
და
სიტყვებზე
ადრე
უხსოვარ
დროში.
გინდა
ვინმეს
შენი ფიქრი
გაუზიარო,
მაგრამ
პირი
ავსილია
ზღვის
ფერადი,
ნაზი
კენჭებით
და
შენი
სიტყვა
ვეღარ
წყდება
გამშრალ ბაგეებს,
იკარგება
უაზროდ
შენში.
რა უმწეო ხარ
უსასრულო კოსმოსის
წინ,
როცა
შენი
არავის ესმის,
ან
ვინ გაიგებს
ამ ხმაურში,
ამ საგიჟეთში,
თუ
რაზე წუხს
სიჩუმე შენი...

ბინდის
ქულებში
მზე
თვალს ხუჭავს
და
ძილს
აპირებს,
ეძახის
სხივებს,
თავის
შვილებს
როგორც
კრუხი
გაფანტულ
და
ლამაზ წიწილებს,
სერავს საწუთროს,
ბოლო
წერტილს
უახლოვდება.
მესმის
ფეხის ხმა.
მოდის
ჩემთან
უკაცრიელ
და
უდაბურ,
წითელ
კუნძულზე,
მოდის
ჩემთან
და
ფეხის ხმა
არხევს გვირილებს,
მოდის
ჩემთან,
მას
სიკვდილიც
ვერ
დაამარცხებს,
მოდის
ჩემთან,
მოდის
ჩემი ძმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий