воскресенье, 28 октября 2012 г.

შენ...


ჯერ ვარსკვლავები
მოიმცვრიე
სთველის მიწურულს.
მთა
შეარხიე
დათოვლილი,
შეიპყარ ქარი
აასაუბრე ლურჯი ქვები
ლიახვის პირას,
მერე
დამშეულ ქურანივით
ცა გამოჰხარი.
მიწყივ მეძიე,
იმ სოფელშიც
არ მიძევს ბინა,
მიჰქრი
და
სადღაც
იკარგება სივრცეში კვალი,
ვერ მიმაკვლიე
სამყაროს მიღმაც,
ყაყაჩოსავით
დახარე თავი. . .
ხელავედრილი
დასტოვე სატრფო,
შორს
დარჩა
მზერა
გზები მტვრიანი,
შენი ლამაზი მეგობარი
ცრემლებით
სავსე,
წლების სიმძიმით
დაზნექილი
ვერხვის შრიალი.
რაც უფრო შორს ხარ,
მშორდები,
ჩემო,
მით უფრო მეტად
მიახლოვდები.

Комментариев нет:

Отправить комментарий