воскресенье, 28 октября 2012 г.

......?......


შენი ჩურჩული
მესმის
როცა
შიშველი ქარი,
ეალერსება სავსე მთვარეს
უწყინარი ბავშვივით მძინარს
მდინარის ფსკერზე.
როცა
ფრთოსნები
ავსებენ სივრცეს,
ვიცი,
შენი ოცნებებია
მიუსაფარი
უთვისტომო
და
სევდიანი
საგანთა ხიმლში
რომ მიგატოვეს
ცივი და უტყვი
დედამიწის წინაშე, შენ,
შენ
უთვალავ თვალების მზირალს
არ ვიცი,
საით დაგემლო, სად ვპოვო ბინა,
მყუდრო
სადაც ამოვისუნთქებ,
შვებით
ვიცხოვრებ,
მაგრამ
შენ შუქს
ვერ ვემალები
ამ საწუთროში.
ამიტომაც
ისე ველტვი
გზას
შინისაკენ,
ლამის
ქროლვაში
დაიკარგოს სხეული ჩემი.
მინდა,
ზვინებს შევეფარო
აზიდულებს
წარმოსახულ ფიქრზე
მაღლა,
ანდა
ლექსის კარი შევაღო
და
სამყარო ზედ მივაგორო
უზარმაზარ, მძიმე ლოდივით...
მიჰქრის სიტყვები,
მიაქანებს უსასრულო სინათლის ჭავლი
და
რჩება განცდა
გულის ფეთქვაზე ახლობელი,
უკანასკნელ ვარსკვლავზე შორი,
მიუწვდომელი,
ხელუხლებელი
ვით დუმილში
ასვეტილი
ხე სიცოცხლისა
საიდანაც
გამოჰყურებ
კოსმიურ ბრიალს
და
ისტორია ამსოფლიური
მიჰქრისთვალის მოხუჭვაზე
უფრი მალიად...
ფლობის წყურვილი
ჩაძირულებს
იმონესბ სივრცე,
ბრჭყვიალა ნივთი,
რიტუალი
საკულტო სახლში,
იკარგება ჭეშმარიტება,
აღარ მოჩანს მარადი წყალი,
ყველა საგანს წარმავლობის აჩრდილი აზის.
მაშინ
რაღაა წარუვალი
სიყვარული?
თუ
„მოსე და აარონი“?
ან
დუმილში
დიად დუმილში?...
ამ კითხვებზე
გახელილი გრჩება თვალები,
სამუდამოდ
გაოცებული,
უსიტყვო
და ტკივილით სავსე
თითქოს
სადღაც შორეთიდან
გამოგისროლეს
წუთისოფლის
მოწყენილ და უდაბურ გზაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий